შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბათუმს

მე მაკვირვებს ეს სიწყნარე შენი,
მე მაოცებს ესე დინჯი ღელვა.
მომენატრა წვიმა ცრემლის ფერი,
და შენს ცაზე ანთებული ელვა.

შუაგულ ზღვიდან მონაბერი სიო,
მახსენდება ყველაფერი ძველი.
გსურს პალმები ნაზად შეარხიო,
ვდგევარ ზღვასთან და არავის ველი.

იდუმალი სიწყნარეა ირგვლივ,
ზღვამაც თითქოს პირი შეკრა შენთან.
მთვარის შუქი გამინათებს ბილიკს,
მე რომლითაც წამოვედი შენგან.

ჰორიზონტზე ვამჩნევ ობოლ ვარსკვლავს,
გეგონება ის იქედან მათბობს.
შენი ხილვა მაცოცხლებს და არ მკლავს,
შენი ეშხი მაგიჟებს და მათრობს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →