შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ცხოვრებასთან ჭიდილი

ცხრა მთები გადამატარა,
ცის კიდეებსაც შემახო.
ხან მე შევაქე ცხოვრება,
ხანაც ცხოვრებამ შემაქო.

ხშირად ცხოვრება ვაწვალე,
უფრო მეტად მან მაწვალა.
და მე, რომ სული ვაწამე,
მერე იმ სულმა მაწამა.

ღირსი ცხოვრების ჩამთვალა,
უღირსად თავად ვაქციე.
კვანტი ცხოვრებამ დამიდო,
მეგონა მე წავაქციე.

მკაცრ ცხოვრებასთან ჭიდილი,
განა მარტივი საქმეა.
ჩვენ, რომ გვგონია გავურბით,
მოიხედავ და აქვეა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →