შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ორი აგური

ხავსის სანაცვლოდ საჭიდად,
ჩავჭიდებივართ პარტიებს.
ქვეყნის წინაშე შეცდომებს,
უფალი არ გვაპატიებს.

ჩვენ ჩვენი წილი აგური,
ქვეყნისთვის უნდა დაგვედო.
ვიყავი საქმე ვაკეთე,
როგორ ვთქვა როგორ გავბედო.

ტყუილად ყოფნას მაინც სჯობს,
ქვეყნის ტკივილი გვეტკინოს.
მე მგონი სწორედ დრო არის,
ორი აგური გვეჭიროს.

ქვეყანა იქეთკენ მიდის,
ღონემ აჯობა ხერხსაო.
დღევანდელი დღე არ სჯობდეს,
ვგონებ ხვალინდელ დღესაო.

საქმე არა გაქვთ ცვლით დროშებს,
ხან წითელ ხან თეთრ ფერებით.
თქვენ გგონიათ, რომ სამშობლოს,
უგნურნო.... კვლავ ეფერებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →