შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ზღვა ცის სარკე

ალმოდებულ
ქაღალდზე,
სტრიქონები
ცხელია.
რაც აქამდე
დავწერე,
ყველა
წასაშლელია.
ცა როგორი
წმინდაა,
ზღვა როგორი
მშვიდია.
ვარსკვლავები
ორთავეს,
თითქოს ჯილდოდ
ჰკიდია.
ზრვა ცაში
იხედება,
ცას ზღვა სარკე
ჰგონია.
მოწყვეტილი
ვარსკვლავი,
ყველა ჩემი
მგონია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →