ჩანაწერი
Laravel
არ დაუწყია დნობა მყინვარებს
მთებში ნისლია რძის ფერი,
არ დაუწყია დნობა მყინვარებს.
მზეც ელვარეა შენი თმის ფერის,
გუბაზეული ქუხს და მძვინვარებს.
გადამიფრინეს წეროთა გუნდმა,
მწკრივში ნარნარად მიჰყავთ ერთურთნი.
მთებში სიყვარულს ფერება უნდა,
აქედანაც კი მოშჩანს თეთნულდი.
გვაშორებს მთათა სიმაღლეები,
ნისლებს დავყვები ბარისკენ ნაზად.
მოვალ და ყელზე მოგეფერები,
თან გაგეგები წინ ფიანდაზად.
არ დაუწყია დნობა მყინვარებს.
მზეც ელვარეა შენი თმის ფერის,
გუბაზეული ქუხს და მძვინვარებს.
გადამიფრინეს წეროთა გუნდმა,
მწკრივში ნარნარად მიჰყავთ ერთურთნი.
მთებში სიყვარულს ფერება უნდა,
აქედანაც კი მოშჩანს თეთნულდი.
გვაშორებს მთათა სიმაღლეები,
ნისლებს დავყვები ბარისკენ ნაზად.
მოვალ და ყელზე მოგეფერები,
თან გაგეგები წინ ფიანდაზად.
Laravel
კომენტარი
0