შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მესიჯი

დაღამდება სევდა მიბყრობს,
გრძნობა რითი დავათბო.
დავწვები და მესიჯს მოგწერ,
მესიჯს უმისამართოს.

ჩემი ლექსი თვითონ გეძებს,
ვერსად დაემალები.
მუდამ ყველგან ელანდება,
შფოთიანი თვალები.

ეს ლექსები ეხლა რომ გძულს,
ცუდად რომ გეჩვენება.
გულით შენთვის იწერება,
ისევ შენ გეფერება.

რა რთულია დავიწყება
უტკბილეს წარსულისა,
ნუთუ ვინმეს რამე ესმის,
გატანჯული სულისა.

იცი როცა ვნება გახრჩობს,
გული რითი გაათბოს,
ჯინიანად წაშლი მესიჯს,
მესიჯს... უმისამართოს.

მაინც ეძებ, მისი წაშლა,
არ ყოფილა მიზანი,
თუნდაც ასჯერ, რომ წაშალო,
ასჯერ გამოგიგზავნი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →