შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უშენო მაისი

რა ემართება ნეტავი ტკივილს,
როს ღიმილებიც ატირდებიან.
ჩემი სიცილი წააგავს კივილს.
რა არეული ამინდებია.

ვარდის გარეშე დგება მაისი.
სახლი უშენოდ ცარიელია.
ეს დღეც არ არის გამონაკლისი.
სულში კი მტვერის კარიერია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →