ჩანაწერი
Laravel
ასე ამბობენ
მთა მთას შეხვდაო ასე ამბობენ
გორს გორა მოსდევს და ველს ველები.
შენი გრძნობები აღარ ჰგავს გრძნობებს,
ნუ იგესლები ნუ მე-გველები.
მამლის ყივილი აღვიძებს სოფელს ასე ამბობენ,
ვაზს ვაზი მოსდევს, თავთავს თავთავი ოქროსფერები.
ჩემში გრძნობები მაშინ იღვიძებს,
როცა გეხვევი და გეფერები.
მურიას ყეფა ეზოს იცავსო ასე ამბობენ,
ქარს წვიმა მოსდევს წვიმას კიდე ცისარტყელები.
შენ მე მაოცებ და შენვე მიცავ,
შენი პატარა ციცქნა ხელებით.
მზის ამოსვლაო სიცოცხლეს ავსებს ასე ამბობენ,
სიცოცხლეს დასდევს სიკვდილი და სიკვდილს ცრემლები.
ო რა რთულია ცხოვრება მოკლე.
როგორ მინდიხარ და მეცრემლები.

კომენტარი
0