შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ცხოვრება ჩვენი

მთაში ბრწყინდები დილის ნამივით,
ბარში გამსგავსე ყვავილებს მინდვრის.
ცხოვრება ჩვენი წყნარი და მშვიდი,
ვგრძნობ როგორ ჩქარა გადის და მირბის.

ციხე კოშკებთან მე გაოცებულს,
ხმები ჩამესმის მოხუცი გიდის.
ცხოვრება ჩვენი კალმით ნახატი,
მაინც ჩქარ ჩქარი ნაბიჯით მიდის.

აბობოქრებულ მდინარის ხათრით,
ვხედავ ინგრევა ის ძველი ხიდი.
ცხოვრება ჩვენი დინჯი და წყნარი,
მაინც თავისი დინებით მიდის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →