შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სამი სტროფი

შენ აუსრულე ოცნება მამას,
შენც გხვდება ყველგან მისი სახელი,
არ დაგავიწყდეს რომ ხარ გურული,
არ დაივიწყო, შენ ხარ ქართველი.

შენ დაგიწერა ანდერძად მამამ,
მას ქვია ორი სტროფი ელისოს,
შენ გელოდება მამული მამის,
აქ ახლობლები გულით გელისო.

ჩვენი გვარია ნიჭით აღვსილი,
ზოგიც წერს, ზოგიც უკრავს, მღერისო,
შენს ერთ სურვილსაც შევასხათ ფრთები,
შენს გვერდით ვდგავართ, ჩემო ელისო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →