შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შემოდგომა

ოქროსფერია ეს შემოდგომა,
ტირიფებს ნაზად სცვივა ფურცელი,
ორღობეებში ურმის ჭრიალი,
წინ მიუძღვება გლეხი უთქმელი.
ყველა ტკივილი და ყველა დარდი,
თითქოს მარტოკამ მხრებით აზიდა,
მერე მიაბყრო ზეცას თვალები,
დაიქუხა და ძლიერ გაწვიმდა.
ისევ გადარდა გამოანათა,
ისევ ჭრიალებს ბორბალი ურმის,
არასდროს არვინ არის ამ ხალხთან,
გლეხი მის მამულს კვლავ მარტო უვლის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →