შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შვილი

მაშინ უნდა აღზარდო შვილი,
სანამ ის არის პატარა ჩვილი,

თუ შვილის აღზრდა დაგაგვიანდა,
ჩათვლი ცხოვრაბა გაგინიავდა,

უნდა ასწავლო ენა, მამული,
სარწმუნოება და სიყვარული,

უნდა იცოდეს კაცია ქუდზე,
არ დაავიწყდეს წინაპრის ფუძე,

უნდა წავიდეს ქვეყნიდან მაშინ,
რომ ტოვებს მასზე უკეთესს სახლში,

და იარსებებს ქართველი მუდამ,
ეს ყველაფერი თუ გულით უნდა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →