შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩემი სოფელი

მივყვები ფიქრიან ბილიკებს,
თითქოს და ოდესღაც ნამყოფი,
აქ ვწერდი პატარა ლირიკებს,
აქ იყო პაპათა სამყოფი.

აქ იყო ოდესღაც ცხოვრება,
აქ იდგა გურული ოდები,
არ მინდა მე სხვაგან სიკვდილი,
აქ დავიბადე და მოვკვდები.

არ მითხრათ სიკვდილი ადრეა,
მითხარით რა არის გვიანი,
დილიდან ღამემდე აქ მზეა,
ღელეც კი დამშრალა წყლიანი.

აქ სიხარული ბევრია,
ტკივილიც არ არის ნაკლები,
უდროოდ წასულიც ბევრია,
დაცარიელდა სახლები.

მივყვები ფიქრიან ბილიკებს,
თითქოს და ოდესღაც ნამყოფი,
აქ დავწერ პატარა ლირიკებს,
აქ არის მომავლის სამყოფი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →