შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გამოცხადება

უფალი გამომეცხადა,
ზეცა გამეყო თვალწინა,
ისეთი მზერა მიმაპყრო,
გეგონებოდათ დამცინა.

ამ ქვეყნად მომივლენიხარ,
განა არ იცი რისთვინა?
აკეთე კეთილი საქმე,
დრო არ გჩებოდეს სმისთვინა.

შენი ვალია უგნურო,
ქვეყნად ამრავლო შვილები,
ქართველობას რომ უზრდია,
ისეთი გვარიშვილები.

წესიერი გზით იარე,
ჯერ ბევრი დაგჩა აღმართი,
რამდენჯერც შევეპასუხე,
ვატყობ იმდენჯერ დავმარცხდი.

არასდროს გეთქვას, გეფიქროს,
მე ვარ და ჩემი ნაბადი,
მე უფალი ვარ მადიდე,
თუ არა ეშმაკს ჩაბარდი.

უეცრად თვალი ვახილე,
ოფლად ვდნებოდი მეგონა,
ისე რთულია ამ ამბის,
გადმოცემა და მოყოლა.

ის დღე იყო და ვიწამე,
უფალი მაღლით მყოფელი,
თუ რწმენით არ გიცხოვრია,
დაგტანჯავს წუთისოფელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →