შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ორი სტროფი

მხოლოდ ორი სტროფია,
ჰოდა მალეც მოვრჩები,
შუა, ცხოვრება განვლილი,
სულაც არ ვართ ნორჩები.

ვგრძნობ, რომ სადღაც გაფრინდნენ,
გამეფანტნენ მუზები,
მე სულ მუდამ შენზე ვწერ,
შენ მაინც მებღუზები.

ბევრჯერ შენი ბანქოდან,
ამოვკრიბე ტუზები,
წყნარ ცხოვრების გემიდან,
არ ჩავუშვი ღუზები.

იღბალს მე არა ვერჩი
ბედს მე არ ვემდურები,
არასოდეს გრძნობებში,
არ მყოლია მდგმურები.

მრჩება გზად და ბილიკად,
ჩუმი ნაფეხურები,
ზოგჯერ მართალსა ვამბობ,
სულაც არ გეხუმრები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →