ჩანაწერი
Laravel
ოცნება შენზე
შენზე ოცნება ღმერთის ტოლია
უშენოდ უკვე წამითაც ვერ ვძლებ
შენ დამაჯერე და მეც მგონია
შენთვის სამყაროს ჩუქებას შევძლებ
შენ დამაჯერე ნამდვილ გრძნობებში
სადაც მანძილი არაფერს ნიშნავს
შენ ჩამისახლდი სულის მორევში
და როგორ საოცრად, საოცრად ბრწყინავს
ჩემში ჩაქსოვილ წყვდიადს ანათებ
თითქოს დამყვები მფარველ ფერიათ
შენს გამო დაფერფლილ გრძნობებს ავანთებ
გრძნობებს რომლებიც შენთვის მღერიან
მინდა რომ ჩემი ნაწილი გახდე
მინდა შეგიგრძნო უკვდავ ვნებებად
ჩვენი გულის თქმა ავიდეს ცამდე
და დაიფანტოს ლამაზ ფერებად
გადავიქცევი შენში სიმრავლედ
შენი ცხოვრების რაინდად, მხსნელად
მოგევლინები დღისით სინათლედ
ღმით კი შენი სიზმრების მცველად
მე შენ მიყვარხარ! ბოლო წუთამდე
ბოლო წამამდე შენს ტრფობას ვბედავ
თუ მოვაღწიე მე შენს გულამდე
შენს გულში ახლა რა ხდება ნეტავ?
უშენოდ უკვე წამითაც ვერ ვძლებ
შენ დამაჯერე და მეც მგონია
შენთვის სამყაროს ჩუქებას შევძლებ
შენ დამაჯერე ნამდვილ გრძნობებში
სადაც მანძილი არაფერს ნიშნავს
შენ ჩამისახლდი სულის მორევში
და როგორ საოცრად, საოცრად ბრწყინავს
ჩემში ჩაქსოვილ წყვდიადს ანათებ
თითქოს დამყვები მფარველ ფერიათ
შენს გამო დაფერფლილ გრძნობებს ავანთებ
გრძნობებს რომლებიც შენთვის მღერიან
მინდა რომ ჩემი ნაწილი გახდე
მინდა შეგიგრძნო უკვდავ ვნებებად
ჩვენი გულის თქმა ავიდეს ცამდე
და დაიფანტოს ლამაზ ფერებად
გადავიქცევი შენში სიმრავლედ
შენი ცხოვრების რაინდად, მხსნელად
მოგევლინები დღისით სინათლედ
ღმით კი შენი სიზმრების მცველად
მე შენ მიყვარხარ! ბოლო წუთამდე
ბოლო წამამდე შენს ტრფობას ვბედავ
თუ მოვაღწიე მე შენს გულამდე
შენს გულში ახლა რა ხდება ნეტავ?
Laravel
კომენტარი
0