შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

განშორებულს

გოეთე 7 წლის წინ
რა ხდება, ნუთუ მართლა დაგკარგე?
ნუთუ დამტოვე? ო, არა მჯერა!
მაშ ძველებურად ყურში რადა რეკს
შენი ყოველი სიტყვა და ბგერა.

როგორც მოგზაურს, დილაადრიდან,
ცაზე ამაოდ დაურბის მზერა,
მისი უძირო სილაჟვარდიდან
როს ჩამოესმის ტოროლას მღერა,

მეც ასე გეძებ, თვალის ცეცებით,
მინდორში, ტყეში, ზემოთ და ქვემოთ
და ცრემლიანით გიხმობ ლექსებით:
დამიბრუნდიო, სიცოცხლევ ჩემო!

(მთარგმნელი კობა ჭუმბურიძე)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →