შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დარბაისლობის საღამო იყო ..

მიხეილ 7 წლის წინ
დარბაისლობის საღამო იყო,
ქარი არხევდა, ხეთა ნაზ რტოებს
გაცარიელდა,ოთახი თითქოს
ვიღაც მეძახდა დატანჯულ პოეტს.

გამომეღვიძა, სადღაც ხმაურში
დროებას ბევრი კარგი მოჰქონდა,
ტკივილი ვიგრძენ, შემდეგ გავუშვი,
მისი ღიმილიც აღარ მომწონდა.

მელანქოლიას ვხარჯავდი, უხმოდ
გადაიწყვიტა. მთვარემ ნიღაბი
მე შენს სიყვარულს ბევრ რამეს უთმობ,
შენ კი გარინდულად ჩუმად იყავი.

გამომეხედა, ასე უეცრად
შენ კი გიცავდა საიდუმლობა,
ბედი გმინავდ, ფასდაუდებლად
და გამოვიდა"ბანძი" ხუმრობა.

დარბაისლობის საღამო იყო,
ქარი არხევდა, ხეთა ნაზ რტოებს
გაცარიელდა, ოთახი თითქოს
ვიღაც მეძახდა გარინდულ პოეტს.
მ.ახალაია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →