შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მინი სპექტაკლი "ფიქრების ბუმერანგი"; გ.ოჩიგავა, ლ.ოჩიგავა

კაკალ - კაკალ
მტევან - მტევან,
კურცხალ - კურცხალ
ვ ა გ რ ო ვ ე....
და ურიკა
გრძნობით სავსე
შენკენ გა - მო - ვა - გო - რე...
ტრამალ - ტრამალ,
ბილიკ - ბილიკ,
ქუჩა - ქუჩა
ვ ი ა რ ე...
არ მითხრა, რომ
ამ გაზაფხულს
ისევ და - ვი - გვი - ა - ნე...
ალაგ - ალაგ,
ზამთარ - ზამთარ,
ხმა მესმოდა
ი ქ ი დ ა ნ,
ჩემი დარდი
მზემ, ვით ბროში,
გულზე ჩა - მო - ი - კი - და...
დადამ - დადამ,
დადამ - დადამ,
დადამ - დადამ,
წ ა ვ ი დ ა ა ა ა ა ....
ვერც შენ გპოვე,
ვერც - პასუხი,
დროის გა - მო - ცა - ნი - დან...
ფანტელ - ფანტელ,
აპრილ - აპრილ,
ვთვალე, ვთვალე
რ ა მ დ ე ნ ი...
მონატრებაც მივათვალე,
ცრემლად გად - მო - ნა - დე - ნი...
ტაძარ - ტაძარ,
საყდარ - საყდარ,
სეფისკვერი
იკვეთა;
მაინც გნახავ,
თუმც ბავშვობამ
კარი გა - მო - ი - კე - ტა...
სიზმარ - სიზმარ,
ნაწილ - ნაწილ
დროს ვაგლეჯდი
ზ ა მ ბ ა რ ე ბ ს...
გული მაინც ვერ
გაგიშვებს...
ვეღარ გა - და - გა - ბა - რებს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →