შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ქალი ბაქანზე

იდგა ქალი მოგონების ბაქანზე,
თებერვალი თითქმის იყო გასული,
წვიმამ ფიქრი მოიზიდა გაგრაზე,
წვიმამ მაინც ვერ წაშალა წარსული.
ჩანდა სევდა, გზის განივი კვეთებით,
იდგა ქალი, ხაკისფერი შარფითა;
და სახეზე გაყინული წვეთები
ეცემოდა გალუმპული შლაპიდან...
ჯიბეები ვერ უთბობდნენ თლილ თითებს...
გაუთბობდნენ იის ან კი კონები?!
ო, ახსოვდათ ყველაფერი ტირიფებს,
ციმციმებდნენ სველი ლამპიონები...
სადღაც, ვიღაც "ბედს იკვლევდა" ტაროზე,
დროს ხარჯავდა წვიმა ქალის შეცნობით,
რა წარწერა აღარ გაჩნდა ტაბლოზე,
მაგრამ "გაგრა" დაეწერა შეცდომით...
იდგა ქალი მოგონების ბაქანზე,
თებერვალი თითქმის იყო გასული,
წვიმამ ფიქრი მოიზიდა გაგრაზე,
წვიმამ მაინც ვერ წაშალა წარსული.

გ.ო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →