შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ნეტავ...

მინდოდა შენთვის კრძალვით მეკითხა -
ამ მოგონებებს რა ტევს წამებში?
შენ ჩემში ჩემზე ბევრად მეტი ხარ...
სისხლის მაგივრად მოჩქეფ ძარღვებში...
ხარ ჩემი აწმყო, ჩემი წარსული,
სინათლით სავსე თბილი ბინა ხარ,
რამდენი დროა უკვე გასული,
მე კი შენს სხივებს გულში ვინახავ...
დამიკავშირებ, ნეტავ მომავალს?
მაჩვენებ ღიმილს, ფერად აპრილებს?
დახვდები შვებით შენკენ მომავალ
თეთრ გემს, მაშინ რომ გასცდა ნაპირებს?
მინდოდა შენთვის ჩუმად მეკითხა
როგორ დავცილდით იმ ერთ ღამეში?!
ნეტავ, იმ აპრილს
ნეტავ, იმ აპრილს,
ნეტავ, იმ აპრილს
აღარ გამეშვი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →