ჩანაწერი
Laravel
ეული ფარშევანგი
ნისლი გზებს ფარავს,
სიომ მომგვარა სურნელება, შენ რომ გჩვევია...
და პარკს უძველესს
ერთი ეული ფარშევანგი შემორჩენია...
პარკში დადიან
გამოქცეული, წარსულიდან, შენი ლანდები...
ეჰ, დაგვიძველდა
აჟღერებული ნავსადგურთან სერენადები...
კმარა ლოდინი...
ისევ ქვითინი კლიტეჩამტყდარ კართან გეყოფა...
დღეს მოვდიოდი,
მაგრამ ეშმაკი, გზად შენამდე, გადამეღობა...

კომენტარი
0