შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენი აპრილის არგაშლილი დამაქვს კვირტები

თუ მხოლოდ წამით შემომხედავ, დამაკვირდები...
ამ თბილ მზერაში სიყვარულს და ტკივილს დალანდავ,
შენი აპრილის არგაშლილი დამაქვს კვირტები
და მონატრებულ გაზაფხულზე ტირის ბალადა...
ფრთები დავღალე შენს ძებნაში, დავიზიანე,
ზოგჯერ ჩურჩულით მიყვებიან მთები შენს ამბავს,
ყვავილთა თოვას თუ უშენოდ გავიზიარებ,
მაშ, რა აზრი აქვს გაზაფხულმა ფრთები შემაბას?!
ეჰ, ნეტავ, გზები, ზღვის ნაპირი შემომატარა,
მაღალი ზეცა დამანახა, მთიანი მხარის,
ეს გაზაფხულიც მოითმინე, ჩემო პატარავ!
და არასოდეს მათქმევინო: "გვიანი არის!"
Laravel

კომენტარი

2
რა ლამაზია!
ზურაბ ჭიოკაძე ჟურნალისტი დონე 1 · ახალბედა 6 წლის წინ
მართლა მომეწონა ... ძალიან ლამაზია.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →