შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

*** [გულს ....]

გულს შემომენთო მწველი ხანძარი,
წამექცა სულის კარიატიდა,
ჩამორღვეული ძველი ტაძარის
შეშლილ კედლებში ქარი ატირდა.

როგორც უმხედროდ შთენილ მერანის,
ფიქრის ფაფარი მიაქვს ქარ-ტიალს,
და ირგვლივეთი მისგან ვერანი
მიაგავს ჰადესს მარად ავდრიანს.

მე ვერ გამტეხონ ქარტეხილებმა
და მიწყივ დევნამ შავი ყორანის,
ტვინის კუნჭულში სანამდის ელავს
ნათელი ხსოვნა ჩემი მომავლის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →