შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

კვირას ქედი

მომენატრა კვირას ქედი
და იქიდან სოფლის ხედი,
როგორ ვეღარ ჩამოვედი
და შარაზეც ვერ გავედი...

ვხედავ თვალით წარმოსახვის
შენ სახლიდან გამოხვედი,
ჩამოჯექი ახლოს კარის,
ფიქრებს ვეღარ წაუხვედი.

რაზე ფიქრობ, დედი, რაზე,
რად გავჩნდით ამ ქვეყანაზე?
შენც ამოდი კვირას ქედზე,
არ იდარდო არაფერზე.

კვირას ქედი უდრეკელი,
ალბათ, ისევ ისე მელის,
ჩამოვალ და კვლავ ამოვალ,
მადლი ჩემზე გარდამოვა.

აზიდული ფიჭვებს შორის
ვით სიმბოლო ფიქრთა შორვის,
ალბათ, ისევ მელოდება
როგორც მწვანე მოლანდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →