შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სონეტი შენდამი

მთების სიმწვანე, ნაწვიმარი მინდვრის სურნელი
შემორჩენილმა შეირიეს სუსტმა ნისლებმა,
თეთრმკერდგახსნილ ცას ძუძუსავით მზე უბრწყინდება,
ივსება სივრცე მზის სხივებით მწველით, ულევით.

აფეთქებული გაზაფხულით სათნო ყვავილი,--
შენი ღიმილი, სავსე კდემით და მომლოდინე,
ზეცის სიშიშვლე, მზის სიმორცხვე, -- გეტრფის ორივე,
მშვენიერება უწვდომელი გულში გამივლი.

თმები -- სხივები, ბრწყინვალება წმინდა თვალების,
შენი სხეულის სიფაქიზე და სისპეტაკე
ბედნიერებით უზრუნველად, ლაღად ნეტარებს.

განუზომელი სიხარულის ვეღარ დამთმენის, --
მფეთქავი გულის, -- მკერდი ლტოლვას ძლივსღა აკავებს, --
ლამის შევერთო შიშველ ზეცას და სიანკარეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →