შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

პორტი

გემები ჰგავდნენ ვეება დევებს,
პორტში უსაქმოდ იდგენ და თვლემდნენ,
ზღვა ირწეოდა ფეხის წვერებზე,–
არ დაერღვია მათთვის სიმშვიდე.

ერთი ამბავი ჰქონდათ თოლიებს,
ამ ზღვის ჯამბაზებს თუ ზღვის პირატებს,
თითქოს ნაცნობი პორტი მოიმხრეს,
თითქოს აუხდათ რაც კი ინატრეს.

ეს თოლიებიც და ეს გემებიც
რაღაც იმედით ავსებდნენ ქალაქს,
და ლუდხანებში მეზღვაურები
ყვებოდნენ ქვეყნის ტყუილს და მართალს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →