ჩანაწერი
Laravel
მარტო
აქ მიმატოვეს ღმერთებმა მარტომ,
რომ ვიყო მარტო დამდეს პატივი,
თქვეს შენ ვერავინ ვერ უნდა გმართოს,
მომცეს ლამპარი, ხმალი და ტივი.
დამარქვეს ათასი სახელი "მარტო"-ს,
მაჩუქეს სევდა, ვნება, წუხილი,
გამხადეს ელვა უმისამართო,
ვიყავი მათი ჭექა-ქუხილი.
ვიარე დღეები, წლები მე მარტომ,
არ იყო ეს გზა არსად მარტივი,
ვნახე ტკივილი, ტირილი ფართოდ,
შემხვდა ათასი მდუმარე ქვრივი.
ვინც მე მხედავდა ხედავდა "მარტო"-ს,
შემხვდა მართალი, კარგი, ცოდვილი,
ვნახე მკვლელებიც და არამარტო,
ისინიც ვისიც ვიყავ სურვილი.
ბოლოს როცა გავიარე მარტომ,
მხედავდა დედა, მამა და შვილი,
მკითხეს - ბატონო, როგორ მოგმართოთ?
ამოვიოხრე "მე ვარ სიკვდილი".
რომ ვიყო მარტო დამდეს პატივი,
თქვეს შენ ვერავინ ვერ უნდა გმართოს,
მომცეს ლამპარი, ხმალი და ტივი.
დამარქვეს ათასი სახელი "მარტო"-ს,
მაჩუქეს სევდა, ვნება, წუხილი,
გამხადეს ელვა უმისამართო,
ვიყავი მათი ჭექა-ქუხილი.
ვიარე დღეები, წლები მე მარტომ,
არ იყო ეს გზა არსად მარტივი,
ვნახე ტკივილი, ტირილი ფართოდ,
შემხვდა ათასი მდუმარე ქვრივი.
ვინც მე მხედავდა ხედავდა "მარტო"-ს,
შემხვდა მართალი, კარგი, ცოდვილი,
ვნახე მკვლელებიც და არამარტო,
ისინიც ვისიც ვიყავ სურვილი.
ბოლოს როცა გავიარე მარტომ,
მხედავდა დედა, მამა და შვილი,
მკითხეს - ბატონო, როგორ მოგმართოთ?
ამოვიოხრე "მე ვარ სიკვდილი".
Laravel
კომენტარი
0