შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

არარაობა

თავზედ გადგავარ არარაობას და მე სხვაობას ვერ ვხედავ შენში,
თვალში გიყურებ საცოდაობას, ავსიტყვაობა გიკვირს შენ ჩემში,

შენ სასაცილო სანახაობავ, გამბედაობას ვერ ვხედავ შენში,
ზიხარ მიჩვეული უმოძრაობას და ბედშავობას ეჩვევი შენში.

როგორ მიყურებ უსუფთაობავ, განუკითხაობას ვხედავ მე შენში
შენ არ ელოდი საშიშროებას, სახესხვაობას ვხედავ მე შენში,

შენ გიზიდავდა უმართაობა და გულქვაობა გხიბლავდა ჩემში,
მე კი გაჩვევდი შეუზღუდაობას, გულღიაობას ვკლავდი მე შენში.

ვეღარ დააღწევ თავს ამ ტყვეობას, უსასრულოს ვერ დაიტევ შენში,
და უსასრულო ამ მარტოობას, ეგ უმწეობა ჩაკეტავს შენში!

მოვედი მეც როგორც არარაობა, საცოდაობა მოვკალი შენში.
მე შენთან დავრჩი, როგორც წყევლა და... უკვდავებას ვპოულობ შენში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →