შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

რამდენიმე პიროვნება ვარ

რამდენიმე პიროვნება ვარ
იქ სადღაც შორს, სულის შიგნით.
მე და მთვარე ამოვდივართ
და ჩავდივართ,
მე და ღამე დავსეირნობთ არემარე.

ერთი ჩუმი, ცივი არის.
უნდობლობას ყველგან ხედავს,
ყველას თვალებს კაწრავს ტყვია
არავის არ ენდოს ტყვილად.

მეორე კი ნამდვილია
არ აქვს შავი ღრუბლის სახე,
მხოლოდ ენდობა მათ
ვინც არავის ჭორავს განგებ.
ერთგულების ფასი იცი,
და მოსმენა,
და გაგება,
ძმობასავით თანადგომა
დაფიქრება, თავდადება...

გიორგი სიხარულიძე
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →