შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შენთვის ვიბრძოლებ მარად

როცა მთვარე ვარსკვლავებს ნახავს
და ცაზე სული აირეკლება,
მე შენ თვალებში ვიხილავ ნატვრას
და ამ ნატვრისთვის ვიბრძოლებ მარად!

მე გეტყვი მართალს,
ოცნების ზღვებში ჩაფლულ ამ ამბავს.
გეტყვი რომ ცაზე ვარსკვლავი შენ ხარ!
და რომ შენ სახეს მე მუდამ ვხედავ.

გიორგი სიხარულიძე
Laravel · მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →