ჩანაწერი
Laravel
პოეტთა სულის ტკივილი
როცა გახრჩობს სულის ტკივილი
და გინდა ვინმეს გაუზიარო,
მაგრამ იცი რომ არ შეიძლება,
არ შეიძლება ვინმეს ანდო სულის ტკივილი!
რადგან იცი რომ მოჰყვება ამას, სიტყვები,
მოჰყვება ამას კითხვის ნიშნები,
გამართლებები, დაბრალებები,
უკითხავად თქმა, მითქმა მოთქმები...
და შენ რჩები მარტო,
ფურცელთან მარტო!
მხოლოდ იგია ერთგული მსმენელი,
მესაიდუმლე...
იცი რომ მხოლოდ იგია უტეხი,
ლაღი მრჩეველი!
მხოლოდ მას შეგიძლია ანდო ფიქრები,
გულის სიტყვები,
გულის წუხილი,
მისი ძახილი,
მისი ქუხილი...
გიუშ სიხარულიძე🖋
და გინდა ვინმეს გაუზიარო,
მაგრამ იცი რომ არ შეიძლება,
არ შეიძლება ვინმეს ანდო სულის ტკივილი!
რადგან იცი რომ მოჰყვება ამას, სიტყვები,
მოჰყვება ამას კითხვის ნიშნები,
გამართლებები, დაბრალებები,
უკითხავად თქმა, მითქმა მოთქმები...
და შენ რჩები მარტო,
ფურცელთან მარტო!
მხოლოდ იგია ერთგული მსმენელი,
მესაიდუმლე...
იცი რომ მხოლოდ იგია უტეხი,
ლაღი მრჩეველი!
მხოლოდ მას შეგიძლია ანდო ფიქრები,
გულის სიტყვები,
გულის წუხილი,
მისი ძახილი,
მისი ქუხილი...
გიუშ სიხარულიძე🖋
Laravel
· მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
კომენტარი
0