ჩანაწერი
Laravel
*** ( ეჰე, ქარო... )
ეჰე, ქარო, ტკივილების დასტაქარო,
მაკოცე და დამიამე ჭრილობანი,
ვითა ქალო, შემოდგომის კართან მდგარო,
განა ვინ მყავს შენისთანა მოუბარი...
მომეხვევი? - გულს გაჩუქებ დარდიანსა,
ჩამჩურჩულე, რაი გტკივა, ბროლისთვალო,
შენ შენი თქვი, მე კი ჩემსას მოგიყვები,
დარდ-დავთარი შენთან მინდა გადავშალო!
მერე წადი, სადაც გინდა იქ იქროლე,
გზას დაადექ, ვით საყდრის გზას მახვეწარი,
გზად გვირილის ველ-მინდვრები დაიფინე,
ვით ხალიჩა, ატლას-ფარჩა ან ზეწარი.
თუ ვინ შეგხვდეს, არა რა თქვა ჩემს შესახებ,
ნუ დამძრახავ დაძრახულსა, ბროლისთვალო,
ჩემ მკვლელს ნახავ? - თვალზე ცრემლი შეუმშრალე,
ეჰე, ქარო, ტკივილების დასტაქარო!
გიორგი ზუბიტაშვილი
მაკოცე და დამიამე ჭრილობანი,
ვითა ქალო, შემოდგომის კართან მდგარო,
განა ვინ მყავს შენისთანა მოუბარი...
მომეხვევი? - გულს გაჩუქებ დარდიანსა,
ჩამჩურჩულე, რაი გტკივა, ბროლისთვალო,
შენ შენი თქვი, მე კი ჩემსას მოგიყვები,
დარდ-დავთარი შენთან მინდა გადავშალო!
მერე წადი, სადაც გინდა იქ იქროლე,
გზას დაადექ, ვით საყდრის გზას მახვეწარი,
გზად გვირილის ველ-მინდვრები დაიფინე,
ვით ხალიჩა, ატლას-ფარჩა ან ზეწარი.
თუ ვინ შეგხვდეს, არა რა თქვა ჩემს შესახებ,
ნუ დამძრახავ დაძრახულსა, ბროლისთვალო,
ჩემ მკვლელს ნახავ? - თვალზე ცრემლი შეუმშრალე,
ეჰე, ქარო, ტკივილების დასტაქარო!
გიორგი ზუბიტაშვილი
Laravel
კომენტარი
0