ჩანაწერი
Laravel
*** (ავაჰმე, ქალო, მაგ მრისხან მზერას)
***
ავაჰმე, ქალო, მაგ მრისხან მზერას,
რაისთვისა გგვრის ხატება ჩემი? -
თითქოს მოგიკალ ნაძმობი დილას,
ამბავი გითხარ თავზარდამცემი.
ჩემ დანახვისას მაგ თვალთა სისხამს,
რაისთვის გიკრთობს ზიზღის ბურანი,
რისად არ მინდობ შენსავე მონას? -
არც ბიბლია გწამს, არცა - ყურანი!..
განა რა ცოდვა მიძღვის შენ წინად,
განა რა ხარკი და ოქროს ტევრი,
რომ ჩემი წმინდა გრძნობების წილად,
უხანჯლოდ მკლავ და უსიტყვოდ მწყევლი.
გიორგი ზუბიტაშვილი
ავაჰმე, ქალო, მაგ მრისხან მზერას,
რაისთვისა გგვრის ხატება ჩემი? -
თითქოს მოგიკალ ნაძმობი დილას,
ამბავი გითხარ თავზარდამცემი.
ჩემ დანახვისას მაგ თვალთა სისხამს,
რაისთვის გიკრთობს ზიზღის ბურანი,
რისად არ მინდობ შენსავე მონას? -
არც ბიბლია გწამს, არცა - ყურანი!..
განა რა ცოდვა მიძღვის შენ წინად,
განა რა ხარკი და ოქროს ტევრი,
რომ ჩემი წმინდა გრძნობების წილად,
უხანჯლოდ მკლავ და უსიტყვოდ მწყევლი.
გიორგი ზუბიტაშვილი
Laravel
კომენტარი
0