ჩანაწერი
Laravel
*** (აგერ ის თოვლიან-მთანი)
*
აგერ ის თოვლიან-მთანი
შემოვიტოვე ფეხითა,
შენ ნახვას დანატრებული
გზანი მოვლიე კლდიანი.
მედიდებოდა ქარბუქი,
ცა - ელვითა და ჭექითა,
ვაჰ, ბედად თვალი ვერ მოგკარ,
ვერ შევეჩეხეთ ერთმანეთს.
ანაც წამიერ დამლანდე,
დამიფრთხი - ხირიმს ქედანი,
ვერცხლის თუნგივით დამცალე,
დაგკარგე, როგორც თილისმა...
ეტყობა დამაწყევარმა
ჯამი შეავსო შხამითა,
იმით დამლოცა ბედშავი -
გახარებული ჯერ არა.
შენც იმის გუმნით მაოცებ,
განა ჯვარ-ნიშის ძალითა,
თორემ ამ ბეწვის ბილიკზე
შევეყრებოდით ერთმანეთს!..
გიორგი ზუბიტაშვილი
აგერ ის თოვლიან-მთანი
შემოვიტოვე ფეხითა,
შენ ნახვას დანატრებული
გზანი მოვლიე კლდიანი.
მედიდებოდა ქარბუქი,
ცა - ელვითა და ჭექითა,
ვაჰ, ბედად თვალი ვერ მოგკარ,
ვერ შევეჩეხეთ ერთმანეთს.
ანაც წამიერ დამლანდე,
დამიფრთხი - ხირიმს ქედანი,
ვერცხლის თუნგივით დამცალე,
დაგკარგე, როგორც თილისმა...
ეტყობა დამაწყევარმა
ჯამი შეავსო შხამითა,
იმით დამლოცა ბედშავი -
გახარებული ჯერ არა.
შენც იმის გუმნით მაოცებ,
განა ჯვარ-ნიშის ძალითა,
თორემ ამ ბეწვის ბილიკზე
შევეყრებოდით ერთმანეთს!..
გიორგი ზუბიტაშვილი
Laravel
კომენტარი
0