ჩანაწერი
Laravel
სატრფიალო სურათი
ნეტავი მწყურვალს, ნანატრო ქალო,
მასმევდე წყაროს ვერცხლის ხელადით,
შენ ჩემი დუშმნის ასული იყო,
მე - შენი მოდგმის მტერთა ბელადი!
ჰგავდე გაზაფხულს კდემით და რიდით,
გშვენოდეს მთების მკაცრი სურათი,
მასმევდე თუნგით სიცოცხლის წყაროს,
ვკვდებოდე, როგორც ჰაჯი-მურატი!
გდიოდეს ცრემლი - ბროლის ჩქერალი,
ხელებმა შენი სახე დაღადროს,
მეშველებოდე პირმოწუხარი,
მეშველებოდე, მაგრამ რაღა დროს!
გიორგი ზუბიტაშვილი
მასმევდე წყაროს ვერცხლის ხელადით,
შენ ჩემი დუშმნის ასული იყო,
მე - შენი მოდგმის მტერთა ბელადი!
ჰგავდე გაზაფხულს კდემით და რიდით,
გშვენოდეს მთების მკაცრი სურათი,
მასმევდე თუნგით სიცოცხლის წყაროს,
ვკვდებოდე, როგორც ჰაჯი-მურატი!
გდიოდეს ცრემლი - ბროლის ჩქერალი,
ხელებმა შენი სახე დაღადროს,
მეშველებოდე პირმოწუხარი,
მეშველებოდე, მაგრამ რაღა დროს!
გიორგი ზუბიტაშვილი
Laravel
კომენტარი
0