შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არ ვიცი ვინ ვარ

არ ვიცი ვინ ვარ, მეფე თუ მონა,
თუ კაცი ენაქადაგიანი...
გამომელია სიტყვათა კონა,
როგორც სამყაროს ადამიანი.

არ ვიცი ვინ ვარ, ვისი მაქვს ვალი,
ან რა ხარკი მაქვს გადასახადი,
მე ერთი ვიცი, შემიჩნდა ქალი,
როგორც სენი და როგორც სახადი.

არ ვიცი ვინ ვარ, არ ვიცი რა ვარ,
იქნება ქვა ვარ, კარგახნის მკვდარი,
მე ერთი ვიცი, რომ უფალს ვგავარ
და მე არა ვარ მისი სადარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →