შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩემს ერთადერთ დაიკოს(მარი ლაბაურს)

ახლა ამ ლექსს მივუძღვნი
ჩემს მშვენიერ დაიკოს.
მასზე მნიშვნელოვანი
ჩემთვის ვინ უნდა იყოს.

ათი წელი ვოცნებობდი ,
რომ დაიკო მყოლოდა.
როგორც იქნა გამობრწყინდი,
საყვარელო გოგონა.

ჩემი ერთადერთი ხარ,განუმეორებელი,
ჩემი სიხარული ხარ, ხან გამაოცებელი .
მე ხომ ჩემი დაიკო, ყველას მირჩევნია ,
ის ხომ ჩემთვის ყოველთვის,ყოველთვის ღმერთია .

ჩემი დიდი მრჩეველი და მზრუნველი დაიკო,
მსგავსი ჩემს ცხოვრებაში არვინ, არვინ არ იყო.
ჩემო, ჩემო დედოფალო ამოვწურე სათქმელი,
შენი კარგად ყოფნისათვის დამინთია სანთელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →