შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სევდიანი გაზაფხული

წუხელ ჩემს ფანჯრებთან იდგა გაზაფხული,
დღეს კი ზამთარის ყინვა გულზე დამდებია,
სიზმრებს აჰყოლია შენი მონატრება,
შენზე სიყვარული ფიქრებს აჰყოლია.

წუხელ ჩემს ფანჯრებთან იდგა გაზაფხული,
ღამის აჩირდილივით თითქოს მომელანდე,
ვეღარ ჩაგიკარი გულში სიხარულით,
ცრემლებს ვერ ვიკავებ ისე მომენატრე.

წუხელ ჩემს ფანჯრებთან იდგა გაზაფხული,
კვამლში გაღვიძებულს სუნთქვაც ამერია,
მინდა გადავცუროთ ერთად რუბიკონი,
სადაც მშვენიერი ფერთა გამებია.

წუხელ ჩემს ფანჯრებთან იდგა გაზაფხული
და მე გახვეული ვიწექ აივანზე,
ღრუბლებს შევცქეროდი შენზე მომლოდინე,
ნისლში დამეკარგე... ნისლში დამეკარგე....

ახლა ჩემს ფანჯრებთან არ დგას გაზაფხული,
მხოლოდ სიყვარულის დარჩა ისტორია,
წუხელ, ჩემს ფანჯრებთან იდგა გაზაფხული,
შენ კი არ მოხვედი ჩემთან, ზღვის ფერიავ.



ავტორი: გიორგი თოდუა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →