შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დატყვევებულ სულებს

ტაძრის კედლებზე ხატი ბრწყინვალე,
უფლის ხელები აპყრობილ ზეცად,
ღვთისმშობლის გული მთელი სამყარო
და სიყვარული სიცოცხლის ფრესკად.

უფალო რატომ ვერ ვხედავთ ნათელს?
რატომ ვვარდებით მარტივად ბნელში?
ნუთუ დემონებს ვერ შევებრძოლეთ
და დაგვიმონეს უგონოდ მხადლნი.

ისევ გვებრძვიან სატანის ძალით,
განადგურებას ლამობენ წამით,
მთებსაც შეძრავენ, რომ დაგვატყვევონ
და დაგვამსგავსონ მდუმარე აჩრდილს.

ჩვენ დაგვიფარავს მოწყალე ღმერთი
და უკვდავებას კვლავაც გვიბოძებს,
გაყიდულ სულებს გამოისყიდის,
სულებს, რომელნიც ცეცხლში იწვოდნენ.


ავტორი: გიორგი თოდუა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →