შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დავით გურამიშვილი

მოწყვიტეს მამულს, გააქრეს შორით, მეხმა იჭექა ქართულ მიწაზე,
უსამართლობა საიდან მოქრის? უსამართლობა კაცის წინაშე...

როგორც მშობელი ისე გვივლიდა, ისე გვიძრახდა იგი რითმებით,
გურამიშვილი ცეცხლში ივლიდა, ოღონდ ქართველი ჰყოლოდა გვერდით.

ღარიბს აჭმევდე: - ასე გვმოძღვრავდა, მწყურვალს ასმევდე: - ის გაიძახდა,
სიტყვა სიტყვაა, ცოდნა ცოდნაა, ამ შემართებით გზა გაჰყავს მარად.

სწავლა! სწავლითვე ჩვენც გავმყარდებით, კენწეროში კი ჩვენ დავისვენებთ,
ასეა ბრძოლა, შრომა ერთობა, ვაფასებ მგოსნის მე ამ თვისებებს!..

ცოდნა ცოდნითვე განვითარდება! ბრძოლა ბრძოლითვე გაათკეცდება!
შრომა, შრომითა დაიშანთება! გურამიშვილი ჩვენში დარჩება!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →