შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ზამთარი

ზამთარი მართლაც ციხე მგონია,
დილა ბნელია, ადრე ღამდება,
გარემო თეთრი, როგორც თოლია,
ეს სიცივე კი დარდებს აფრქვევდა.

ზამთარი ჩემთვის - როგორც გოლგოთა,
ვფიქრობ ომია დილაც და ღამეც,
იარაღად მე გული მომქონდა,
ნეტა ამ ზამთარს რას იზამს? გაძლებს?

ყინვა კაეშანს უფრო მიმატებს
და ნოსტალგია წლების მიება,
მეტი სიმშვიდე და ძალა მმართებს,
გავიყინები ზამთრის სიმებად.

მაგრამ ჟერ არა ჯერ გული მიცემს,
ამ ზამთარს ბრძოლით გადავაგორებ,
მერე გამოვცემ უახლეს წიგნებს,
ვიყვირებ,- მიყვარს! ხალხს გავაგონებ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →