შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ლაგოდეხი

ცამ მთაზე ნისლი ააკამკამა,
ვხედავ ჩირგვები დგანან მდუმარდნი,
და ლაგოდეხის თავზე ტრიალებს,
გარემო წმინდა, თან იდუმალი.

მართლაც ვინ შექმნა ამდენი ზვარი?
მთიანი ცა გვაქ - მთიანი მიწაც,
გრილა, ანათებს აქ ზენაქარი,
ამ გარემოს,ამ ლაჟვარდების მწამს.

ვინ დაადუღა გულით ბადაგი
და ცა შემოსა შარავანდედით,
ბუნება, როგორც წმინდა ბადახში,
ამ ოცნებებში გადავვარდებით.

ასე იმეფა მდიდარმა მხარემ,
ამ გულის ცქერა არ არს მარტივი,
მინდა წინაპართ, რაც დაგვიბარეს,
ვადიდოთ ერთად და ვცეთ პატივი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →