ჩანაწერი
Laravel
ნეტა ამ წამს დრო გაჩერდეს
ისევ ხვალის იმედებით მიღამდება დღე,
მახსოვს ყოველივე მახსოვს - როგორ დამაგდეს,
ამ წამს სიმშვიდეს ვდარაჯობ - ჯერ არ გათენდეს!
ნეტა წამი შეყოყმანდეს - გული გამაგრდეს.
ნეტა ამ წამს დრო გაჩერდეს - სიმშვიდე მინდა,
მაგრამ თითქოს მოიღრუბლა - ისევ გაწვიმდა,
თქეშს ფიქრები რეტროგრადის მე გავატანე,
მზად ვარ ახლის ძიებისთვის - დროც გავა მალე…

კომენტარი
0