შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შემოდგომა

ათინათინდა ცაზე ზვირთები,
ღრუბელი ღელავს, როგორც ტალღები,
ოქტომბრის ალში გადავიზრდები,
შემოდგომისა ფერებს გავყვები.

მზე აღარ მათბობს, ამინდი სხვაა,
მელანქოლია დარდებს მიმატებს,
ქარი კი ვფიქრობ ჩემი რისხვაა,
მოგონებებში უმალ ის მაგდებს.

ლიტონი დღეა ვეღარც ვიღიმი,
რა ვქნა წარსულის ცეცხლში ვტრიალებ,
და მახსენდება ბავშვობის ღიმი,
თითქოს ეს კურნავს ჩამქრალ იარებს.

ჩემი ოცნების მაოტებელი,
ეს სეზონია, ესაა ფუძე,
ესაა სულის მაომებელი,
გული კი ბრმაა, რა ქნას ის სულ ძგერს.

ათინათინდა ცაზე ზვირთები,
ღრუბელი ღელავს, როგორც ტალღები,
ოქტომბრის ალში გადავიზრდები,
შემოდგომისა ფერებს გავყვები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →