ჩანაწერი
Laravel
სიცრუის კონკურსი
ერთხელ, ლომმა გადაწყვიტა გაეგო, ვინ იყო ცხოველებში ყველაზე ჭკვიანი და სიცრუის კონკურსი გამოაცხადა.
დათვმა თქვა: - თაფლი ისე მეზიზღება, რომ დავინახო, ალბათ გული ამერევაო;
მგელმა თქვა: - ერთ ჭამაზე ას ცხვარს ვჭამ და მაინც მშიერი ვრჩებიო;
კურდღელმა თქვა: - ათი მგელი რომ შემომხვდეს გზაზე, ათივეს სულს გავაფრთხობინებო.
და ასე – ზოგმა რა მოიგონა, ზოგმა რა. მელია კი დუმს.
შენ რაღას იტყვი, მელაკუდავ? - ჰკითხა ლომმა.
–დიდო ხელმწიფევ - უპასუხა მელამ - რაც აქ ითქვა, ყველაფერი სიმართლეა და მე ტყუილს ვერ ვიტყვიო.
მელას ნათქვამი ყველას მოეწონა და მხურვალე ტაში დაუკრეს.
შეგონება: ზოგჯერ ის, რაც ყველას სიმართლე ჰგონია, შეიძლება ყველაზე დიდი სიცრუე აღმოჩნდეს.

კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია