ჩანაწერი
Laravel
თუნდაც
გეძებ და გეძებ, დავიარები,
გეძებ დღითა და ღამით.
ნეტავ მანახა შენი თვალები,
თუნდაც სულ ერთი წამით;
ვერ დავივიწყე შენი ღიმილი,
შენი ტუჩების ფერი.
იქნებ დამიცხრო სულის კივილი,
თუნდაც სულ ერთი ბგერით;
შენზე ფიქრებში ნელა ვბერდები,
გემუდარები ლოცვით-
კვლავ გამახსენე ძველი ვნებები,
თუნდაც სულ ერთი კოცნით;
შენზე ოცნებას ვანდობ ამ ლექსებს
და ვერ გივიწყებ წამით,
გთხოვ, სიზმრად მოდი, მომიალერსე,
თუნდაც სულ ერთი ღამით;
მე არ შევცვლილვარ, ისევ ისა ვარ,
კვლავ შენი ტრფობით ვიწვი,
ოღონდ მითხარი, რომ კვლავ გიყვარვარ,
თუნდაც სულ ერთი სიტყვით.
გეძებ დღითა და ღამით.
ნეტავ მანახა შენი თვალები,
თუნდაც სულ ერთი წამით;
ვერ დავივიწყე შენი ღიმილი,
შენი ტუჩების ფერი.
იქნებ დამიცხრო სულის კივილი,
თუნდაც სულ ერთი ბგერით;
შენზე ფიქრებში ნელა ვბერდები,
გემუდარები ლოცვით-
კვლავ გამახსენე ძველი ვნებები,
თუნდაც სულ ერთი კოცნით;
შენზე ოცნებას ვანდობ ამ ლექსებს
და ვერ გივიწყებ წამით,
გთხოვ, სიზმრად მოდი, მომიალერსე,
თუნდაც სულ ერთი ღამით;
მე არ შევცვლილვარ, ისევ ისა ვარ,
კვლავ შენი ტრფობით ვიწვი,
ოღონდ მითხარი, რომ კვლავ გიყვარვარ,
თუნდაც სულ ერთი სიტყვით.
Laravel
კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია