ჩანაწერი
Laravel
ზურას
ზ ეცის ტაძარში დაუნთიათ შენთვის სანთელი,
უ ფალმა როგორ გაგიმეტა,ნეტა ვიცოდე.
რ ოდის ყოფილა სამართალი ბედის მმართველი,
ა სე ულმობლად რომ წამართვა შენი სიცოცხლე;
ფ იქრსა და ნაღველს არ ჰქონია თურმე საზღვარი,
ა რა სცოდნია სიბრალული და მიტევება.
ჩ უმი ცრემლებით არ ივსება გულში ნაპრალი,
უ ფრო იზრდება და ეწყობა დარდის სვეტებად.
ა რ შეიძლება მეპატიოს დანაშაული,
შ ემზარავ სიკვდილს ვერ დავუხვდი გზაზე დარაჯად,
ვ ერ დავიფარე მისგან შენი ანკარა სული,
ი ცოდეს ღმერთმა,ვინანიებ დაუღალავად.
ლ ამაზ ოცნებად დასტრიალებს ჩემი ფიქრები
ი მ დღეს,როდესაც სამუდამოდ ერთად ვიქნებით.

კომენტარი
0 კომენტარები გამორთულია