შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ზურას გახსენება

ცრემლები, ცრემლები და ისევ ცრემლები...
ვგიჟდები, რამდენი ცრემლები მქონია;
დრო მიდის ულმობლად, ნელნელა ვბერდები,
ცრემლი კი არასდროს დაშრება, მგონია;

სანთლებიც ნელნელა დნებიან, ქრებიან.
არც შველას ითხოვენ, არც რამეს ყვირიან;
სანთლებიც ჩემსავით ღმერთს ევედრებიან,
სანთლებიც ჩემსავით უჩუმრად ტირიან.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია