შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დათოს

დ აუსრულებლად მსურს მოგეფერო მარად და მარად,
ა თასი კოცნაც ვერ შემინელებს ალერსის წყურვილს.
თ ვით ღმერთმა შეგქმნა ანგელოზების სწორად და დარად,
ო ცნებაშიც კი ვერ ვინატრებდი უკეთეს სურვილს.

ფ არად დაგიდგამ მე ჩემს სიცოცხლეს სადარაჯოზე,
ა რ მოგეპაროს რამე ხიფათი ჩუმად, გვერდიდან.
ჩ აგიხუტებდი და რომ შემეძლოს, აღარასოდეს
უ სინანულოდ არ გაგიშვებდი ჩემი მკერდიდან.
ა რ შემიძლია, არ შეგადარო იმ ჩანჩქერს შლეგსა,
შ რიალ-შრიალით რომ იფანტება ნაკადულებად.
ვ ინ დააოკებს შენს წკრიალა გულს, ლაღსა და ცელქსა
ი ა-ვარდივით გაშლილს, გაფანტულს თაიგულებად.
ლ ოცვით ვოცნებობ, შენი სიცოცხლე გალაღებული
ი ესო ქრისტეს სისხლით და მადლით იყოს ცხებული.
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია